26 ნოემბერი 2020,   18:57
ვრცლად
საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, ამ საკითხს ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ვერ განვიხილავთ - ირაკლი კობახიძე

"შეთანხმება არის მიღწეული 120/30-თან დაკავშირებით, ეს არის მოდელი, რომელზეც შედგა შეთანხმება თავისი დეტალებით და ნიუანსებით, "- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის შემდეგ გაანცხადა.

კობახიძის თქმით, კანონპროექტის ინიცირება ოთხშაბათამდე უნდა მოხდეს.

"რაც შეეხება პროცედურულ მხარეს, ოთხშაბათამდე გვაქვს ვადა, რომ დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი, მანამდე მომზადდება და მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში.

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მით უმეტეს, როცა საუბარია 48 მილიონის მოპარვაზე. ამ საკითხს ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ვერ განვიხილავთ. ეს არის არასწორი ეპითეტი, რომელსაც იყენებენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

120/30-ზე, ერთპროცენტიანი ბარიერით და 40-იანი ჩამკეტით - შეთანხმება მიღწეულია. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მხარეებმა დიპლომატების თანდასწრებით მემორანდუმი გააფორმეს. პარტიები აცხადებენ, რომ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ახლა მთავარი ინიციატივის იმპლემენტაციაა.

ლიდერების განცხადებით, შეთანხმება არის კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით და ეს ეხება პოლიტპატიმრებს. კონკრეტული გადაწყვეტილებები მსჯავრდებულების თემაზე, მათი ინფორმაციით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, საკონსტიტუციო ცვლილება კი უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება.

დღის ამბები