06 დეკემბერი 2020,   02:38
ვრცლად
ადამიანებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ ზედმეტი კოცნა-ხვევნა, ამბორისაგან - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საზოგადოებას მოუწოდებს, კოცნისგან თავი შეიკავოს.

როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, სასულიერო პირები მრევლს მუდმივად მოუწოდებენ, რომ პირადი ჰიგიენა დაიცვან.

"რა თქმა უნდა, ეკლესია მომხრეა და ჩვენ ყოველთვის მრევლს ვარიგებთ და ვასწავლით, რომ საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა. ჩვენ თითოეულ ადამიანს მივმართავთ და ვთხოვთ, რომ ქართული ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ზედმეტი კოცნა-ხვევნა, ამბორისაგან, იმიტომ რომ არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დღის ამბები