01 დეკემბერი 2020,   21:47
ვრცლად
ვიყავით ძალიან კარგ შეხვედრაზე ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან - გიგა ბოკერია აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან არაფორმალურ შეხვედრაზე

არაფორმალური ინდივიდუალური შეხვედრები, არაფორმალურ გადამწყვეტ შეხვედრამდე - დასკვნით დიალოგამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციის ლიდერები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მივიდნენ.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, გიგა ბოკერიამ საუბრის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან კარგ შეხვედრაზე იმყოფებოდა. 

"ვიყავით ძალიან კარგ შეხვედრაზე ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან და გავცვალეთ მოსაზრებები ყველაფერზე, რაც ქვეყანას სჭირდება. ვისაუბრეთ ყველაფერ იმაზე რაც საინტერესო იყო," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

კითხვაზე, თუ როდისთვის არის დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა ამერიკის ელჩთან, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის. 

ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარე დღევანდელი კონსულტაციის შემდეგ, ხვალ ოპოზიცია, ხელისუფლება და დიპლომატები ერთ მაგიდასთან დასხდებიან.

ეს გადამწყვეტი შეხვედრა იქნება, სადაც მხარეები საარჩევნო სისტემის კომპრომისულ ვარიანტზე უნდა შეთანხმდნენ.

როგორი იქნება საბოლოო ვარიანტი - 130/20-ზე, 110/40-ზე, თუ იქნება კიდევ სხვა ფორმულა - ეს ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები