04 დეკემბერი 2020,   22:27
ვრცლად
უბედური შემთხვევა ჩინეთში - კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა 

უბედური შემთხვევა ჩინეთში, მსოფლიო მედიის ყურადღება კვლავ სახალხო რესპუბლიკისკენაა მიმართული. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ის სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოიყენებოდა. ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. პარალელურად კი მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათას გადასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ ორ სახელმწიფოში: კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები