06 დეკემბერი 2020,   03:32
ვრცლად
სახელმწიფომ სრულად თავის თავზე უნდა აიღოს ონკოლოგიის 100%-ით დაფინანსება - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია "აღმაშენებლის“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ონკოლოგიის დარგის გამოწვევებსა და გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ონკოლოგიური მართვის ცენტრის მიერ შემუშავებულ გეგმაზე, რაც დაავადების ეფექტურ მართვასა და პრევენციას უზრუნველყოფს.

"ონკოლოგიის მართვის ცენტრი გულისხმობს, სისტემურ, გამართულ მიდგომას ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ პრევენციაში და მაღალი ხარისხით მკურნალობაში. სახელმწიფომ სრულად თავის თავზე უნდა აიღოს ონკოლოგიის 100%-ით დაფინანსება," - აღნიშნავს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, "ონკოლოგიის მართვის ცენტრის" დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე.

"სტრატეგია აღმაშენებელი" 20 ძირითად მიმართულებაზე სთავაზობს საზოგადოებას ინიციატივებს. პროექტზე 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

"მკურნალობის მხრივ შეგვიძლია უფრო მაღალი სტანდარტი შევიტანოთ ქვეყანაში. ამისათვის კი ბევრად მეტი ფინანსური რესურსია საჭირო. თუმცა, ონკოლოგია არამარტო მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მხრივ არის მისახედი, ასევე შემოსატანია ჯანსაღი ცხოვრების სტილი,"- აცხადებს საქველმოქმედო ფონდ SOCO"-ს დამფუძნებელი, სანდრა ელისაბედ რულოვსი.

დღის ამბები