06 დეკემბერი 2020,   03:59
ვრცლად
მოლაპარაკების პროცესი ბოლო ფაზაშია - მხარეებმა საუბარი შეთანხმების რეალურ შესაძლებლობაზე დაიწყეს

​საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი ბოლო ფაზაშია. დღეს მხარეებმა პოლიტიკური ტონი შეცვალეს და საუბარი შეთანხმების რეალურ შესაძლებლობაზე დაიწყეს. მმართველმა გუნდმა ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება კიდევ ერთხელ შესთავაზა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რესურსი, რომ მხარეებმა შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწიონ, არსებობს.

იგულისხმა თუ არა 5 მანდატში პარლამენტის თავმჯდომარემ 115/35-ზე სისტემა, უცნობია. თალაკვაძეს დეტალები აღარ განუმარტავს.

ვიდრე კონკრეტულ წინადადებას არ მოისმენენ, ოპოზიციაში პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა პოლიტიკოსები ადასტურებენ, რომ დიპლომატების თანდასწრებით არაფორმალურ და ფორმალურ შეხვედრაზე მისასვლელად მზად არიან.

მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სისტემა  - 110/40-ზე, 40 პროცენტიანი ჩამკეტი მექანიზმი და ბარიერის დაწევა, ოპოზიციის ნაწილისთვის უკვე მისაღებია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მთავარია ხელისუფლებამ გაწერილი კანონპროექტი წარადგინოს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების აზრით, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის დადგენის შემდეგ, მალევე უნდა გაირკვეს მათი გადანაწილების წესი. თუ ქვეყნის მასშტაბით ოლქები არათანაბრად დაიყოფა, საკანონდებლო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

დღის ამბები