04 დეკემბერი 2020,   22:34
ვრცლად
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებისა და რაიონული ფილიალების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ცენტრის რაიონული შენობები და  სასწრაფო დახმარების მანქანები. რაც შეეხება ეკიპაჟების აღჭურვილობას, მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით. მათ ეკიპირებაში შედის: C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი, სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის სათვალეები.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს.

დღის ამბები