06 დეკემბერი 2020,   03:11
ვრცლად
26 ევროპარლამენტარის ახალი კრიტიკული წერილი - პროპორციული არჩევნები და ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებები

პროპორციული არჩევნები და ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებები კვლავ მთავარი თემაა ევროპარლამენტარებისთვის. ამჯერად კრიტიკულ წერილს ხელს 26 ევროპარლამენტარი აწერს.

საქართველოს პრემიერისათვის გამოგზავნილ მიმართვაში ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შესაბამისი ზომები მიიღოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მიმართვაში ასევე საუბარია 20 ივნისის მოვლენებსა და მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. წერილში ნახსენებია გიგი უგულავას დაკავება და ოპონენტების წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეები. წერილში ასევე ნახსენებია, რომ უზენაეს სასამართლოში ახალი წევრების დანიშვნის პროცესს გამჭვირვალობა აკლდა.

კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილს, ოპოზიცია აფასებს. 

"ეს არის წერილი, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებას, ქვეყნის შიგნით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ის რომ პოლიტიკური დევნა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. თუკი ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან არ იქნება შესაბამისი რეაგირება, მაშინ ხელისუფლებას ევროპასთან ექნება პრობლემა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე. 

რომან გოცირიძის განცხადებით კი, ხელისუფლებისადმი ყველა მიმართვა უმკაცრესი იქნება.

"ხელისუფლებისადმი ყველა მიმართვა იქნება უმკაცრესი. იმაზე მეტი რა უნდა მოგვწერონ, რაც ამერიკის კონგრესში ითქვა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები