24 ნოემბერი 2020,   19:59
ვრცლად
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა - ნინო ნიჟარაძე

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, აჭარაში არც ერთი პაციენტი არ არის საეჭვო სიმპტომებით.

ნინო ნიჟარაძის  განცხადებით, დღეს პირველად აჭარაში საკარანტინო ზონაში საქართველოს 30 მოქალაქე შეიყვანეს. კარანტინი გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში გაიხსნა. 

"ისინი საქართველოში რისკის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, არიან ჯანმრთელები, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სასტუმროში აქვთ აბსოლუტურად ნორმალური პირობები" - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. 

დღის ამბები