04 დეკემბერი 2020,   21:36
ვრცლად
სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად აშშ-მა თალიბანი დაბომბა

სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად შტატებმა "თალიბანის" პოზიციები დაბომბა. საჰაერო შეტევები ჰელმანდის პროვინციაში განხორციელდა.

როგორც ამერიკელმა პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა განაცხადა, ეს თავდაცვითი შეტევა იყო, რადგან მოძრაობა "თალიბანის" წევრები მანამდე ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს დაესხნენ თავს.

დღესვეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ”თალიბანის” ერთ-ერთ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეების განცხადებით, დიალოგი, რომელიც 35 წუთს გაგრძელდა, კარგად წარიმართა. დონალდ ტრამპმა ავღანეთში ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ვაშინგტონი და თალიბანი ავღანეთში სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ 29 თებერვალს დოჰაში შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, 14 თვეში ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, "თალიბანი" კი პირობას დებს, რომ ტერორისტული თავდასხმები აღარ მოხდება.

დღის ამბები