04 დეკემბერი 2020,   22:11
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფი ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი - თალაკვაძე

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შეფასებისას. 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შესაძლოა ცვლილებები პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის გარეშე მიიღოს.

"მე მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ და მეც გიდასტურებთ, რომ ახლა ობიექტურად შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს. 

პირველ რიგში, შევეცდებით, რომ ეს ცვლილებები მივიღოთ სრული კონსენსუსით და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ მომენტისთვის ოპოზიციას არ აქვს სოლიდური არგუმენტი რატომ არ უნდა დაეთანხმოს არსებულ შეთავაზებებს. 

ჩვენ გვაქვს მოალაპარაკებებისთვის დრო და შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ კვირის განმავლობაში და თუ სრული კონსენსუსით ვერ მოხდება ცვლილებებზე შეჯერება, მაშინ ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ცვლილებები გავიტანოთ რაც შეიძლება მაქსიმალური კონსენსუსით

შესაძლოა, ეს მოხდეს მინუს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფი,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები