26 ნოემბერი 2020,   20:12
ვრცლად
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი მაია ბარათაშვილის საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს

3 მარტს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი მაია ბარათაშვილის საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს. კონცერტამდე 1 დღით ადრე, თბილისი მერიის ბიგ ბენდთან ერთად შემაჯამებელ რეპეტიციას გადის.

განსხვავებული დრამატურგია, სპეციალურად საღამოსთვის შექმნილი აუდიო და ვიდეო ეფექტები, ქართველი და უცხოეთიდან სპეციალურად კონცერტისთვის ჩამოსული მუსიკოსები - ასეთია ხვალინდელი დღის პროგრამა. როგორც მუსიკოსი ამბობს, იქნება ისეთი მაია, რომელიც მაყურებელს არასდროს უნახავს. 

მაია ბარათაშვილი დაარსების დღიდან თბილისის მერიის ბიგ ბენდის ორკესტრის სოლისტია. მათი თანამშრომლობა 24 წელს ითვლის. 

მაია ბარათაშვილი ხვალ 50 წლის ხდება. სვინგის უბადლო შემსრულებელი ხვალ ჯაზის გზას და საკუთარ მუსიკალურ ბიოგრაფიას კიდევ ერთხელ გაიხსენებს. საღამოს მიწურულს, იუბილარს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

 

დღის ამბები