04 დეკემბერი 2020,   21:44
ვრცლად
ანკარა მიგრანტებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებიან საზღვარს არ ჩაუკეტავს - თურქეთის პრეზიდენტი

"ანკარა, მიგრანტებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებიან, საზღვარს არ დაუკეტავს" - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მას ევროკავშირიდან ურეკავენ და საზღვრების ჩაკეტვას სთხოვენ, თუმცა მისივე თქმით, უკვე გვიანია.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთმა ლტოლვილებზე პასუხისმგებლობის ტვირთი უნდა გაინაწილოს.

მანამდე საბერძნეთი-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე ბერძნულმა პოლიციამ 10 000-მდე მიგრანტი შეაჩერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაიღუპა ერთი სირიელი ლტოლვილი.

თურქეთმა მიგრანტებს ევროპისკენ საზღვარი რამდენიმე დღის წინ გაუხსნა. მიზეზი სირიაში სიტუაციის გამწვავება გახდა.

დღის ამბები