04 დეკემბერი 2020,   21:38
ვრცლად
თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში წარმატებით ხორციელდება

თურქეთის სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "გაზაფხულის ფარი" სირიაში წარმატებით ხორციელდება - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს.

ანკარის ცნობით, განადგურებულია ერთი ჯავშანტრანსპორტიორი, რვა ვერტმფრენი, 103 ტანკი, სამი ანტისარაკეტო სისტემა და სირიის სამთავრობო ძალების 2 212 სამხედრო.

"ჩვენი ამოცანაა, შევაჩეროთ რადიკალური ელემენტების აღმოფხვრა", – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

თუმცა, ინციდენტთან დაკავშირებით ორი განსხვავებული ვერსია ვრცელდება. თურქეთის მტკიცებით, ჩამოგდებულია სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავი, რომელზე იერიშიც შეიარაღებული ოპოზიციის წევრებმა მიიტანეს.

თავის მხრივ, ოფიციალური დამასკო ამ ინფორმაციას უარყოფს და იუწყება, რომ განადგურებულია თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ამბოხებულებს ეკუთვნოდა.

ბოლო ერთი თვეა, თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციაში სამთავრობო სამიზნეებზე ინტენსიურ იერიშს აწარმოებს.

დღის ამბები