01 დეკემბერი 2020,   23:00
ვრცლად
სამი თვეა ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან - ჰუბერტ ქნირში

საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ჰუბერტ ქნირშმა სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება მთაზე ასვლას შეადარა და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღეში მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იქნება.

"პარასკევს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პოლიტიკურ მხარეებთან. უკვე სამი თვეა, ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ამ შეთანხმების მიღწევას კიდევ ერთი პატარა ნაწილი აკლია. შექმნილი ვითარება დაახლოებით ჰგავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ჯგუფი ძალიან მაღალ მთაზე ადის და ძალიან სამწუხარო იქნება, რომ როდესაც რამდენიმე მეტრიღაა დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვერ მოახერხოს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში მივაღწევთ შედეგს და ყველა მონაწილე მხარე ზუსტად ისე გავიხარებთ, როგორც დღევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულები," - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები