01 დეკემბერი 2020,   21:14
ვრცლად
თუ პარტია 40%-ზე მეტს აიღებს, ჩნდება შესაძლებლობა, მთავრობა ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში საუბარი საარჩევნო სისტემას შეეხო - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრინციპი უცვლელი რჩება და პარტია, რომელიც 40%-ს ან ნაკლებს აიღებს, მთავრობას ერთპარტიულად ვერ ჩამოაყალიბებს.

"დღეს შედგა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იყო ის დისკუსია, რომელიც წარმოებს ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენ წარვუდგინეთ ის პრინციპები და დეტალები, რომელიც უკავშირდება ჩვენ მოდელს. პრინციპები თქვენ იცით. დეტალებში ვერ შევდივარ, თუმცა პრინციპი რჩება უცვლელი. მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია, რომელიც აიღებს 40%-ს ან ნაკლებს, ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას ერთპარტიულად - ეს არის მთავარი პრინციპი. ამისათვის არის შემოთავაზებული კონკრეტული ელემენტი, რომელიც ამას არამხოლოდ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს.

თუ გამარჯვებული პარტია აიღებს 40 პროცენტზე მეტს და ჩვენი მოდელის თანახმად, ეს უნდა იყოს 40,6 % ამის ზევით უკვე ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ პარტიამ ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს მთავრობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ამაზე ბევრად უფრო მაღალი შედეგი გვექნება. კოალიცია არ დაგვჭირდება.

თუ "ქართული ოცნება" აიღებს 40%-ს და არა მეტს, ამ შემთხვევაში მას ექნება არაუმეტეს 75 მანდატისა და იქნება საჭირო კოალიციის ფორმირება. კოალიცია როგორ ყალიბდება ყველამ ვიცით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დღის ამბები