26 ნოემბერი 2020,   19:46
ვრცლად
ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან 76 ათასზე მეტი მიგრანტი გადავიდა

ევროპა ახალი საიმიგრაციო კრიზისის ზღვარზე. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მიგრანტებს ევროპისკენ გზა გაუხსნეს, ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან 76 ათასზე მეტი მიგრანტი გადავიდა.

კერძოდ, ლაპარაკია საბერძნეთსა და ბულგარეთზე. ორივე ქვეყანამ მასობრივი მიგრაციის გამო თურქეთის საზღვართან დამატებითი ძალები განათავსა.

საზღვარზე საბერძნეთის პოლიციამ 4 000-მდე მიგრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენა.

მიგრანტების ახალი ტალღა ევროპისკენ იდლიბში საომარი მოქმედებების გამო დაიძრა, რომლის დაკავებასაც ასადი რუსეთის დახმარებით ინტენსიური შეტევებით რამდენიმე თვეა ცდილობს.

დღის ამბები