26 ნოემბერი 2020,   20:13
ვრცლად
სირიაში თვითმფრინავი ჩამოაგდეს - თურქეთის მტკიცებით, ის სირიის სამთავრობო ძალებს ეკუთვნოდა

სირიაში თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინციდენტთან დაკავშირებით ორი განსხვავებული ვერსია ვრცელდება.

თურქეთის მტკიცებით, ჩამოგდებულია სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავი, რომელზე იერიშიც შეიარაღებული ოპოზიციის წევრებმა მიიტანეს.

თავის მხრივ, ოფიციალური დამასკო ამ ინფორმაციას უარყოფს და იუწყება, რომ განადგურებულია თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ამბოხებულებს ეკუთვნოდა.

ბოლო ერთი თვეა თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციაში სამთავრობო სამიზნეებზე ინტენსიურ იერიშს აწარმოებს.

დღის ამბები