06 დეკემბერი 2020,   02:40
ვრცლად
ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია - მეუფე ნიკოლოზი

"ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი," - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო პანიკის ატეხვა არასწორია და ამ ეტაპზე ზიარების წესის შეცვლა საჭირო არ არის.

მეუფე ნიკოლოზის თქმითვე, ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენება არასწორია.

"ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. პანიკის ატეხვა აბსოლუტურად არ არის სწორი. მაგალითად პნევმონიით მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით. ეს შემოწმებული ფაქტებია. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა - "დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლისფერი ძაღლი." მგელი გასაგებია და ეს მგლისფერი ძაღლი, რას ნიშნავს თუ უფიქრია ვინმეს. მგელი არის ეს კორონავირუსი და მგლისფერი ძაღლი არის პანიკა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. პატრიარქმა დიდი ხნით ადრე, სანამ საქართველოში გავრცელდებოდა, ასეთი რამ თქვა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. აი რამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა?! გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი.

ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. მე მაგალითად, რომ ვიცოდე, რომ ხატს თუ ვემთხვევი, გადამედება, მაინც აუცილებლად ვემთხვევი, რადგან ხატია, მადლი მოდის იქიდან და ამიტომ არ გადამედება. არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ," - დასძინა მეუფე ნიკოლოზმა.  

დღის ამბები