21 იანვარი 2021,   03:40
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყებას მიესალმება, სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა. 

"მივესალმები ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას. საქართველო, როგორც ავღანეთში მისიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი კონტრიბუტორი, მიესალმება განგრძობითი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს," - წერს ზურაბიშვილი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, შტატები და ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ მათი სამხედროები ავღანეთს 14 თვის განმავლობაში დატოვებენ. თალიბანი კი პირობას დებს, ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან.

მხარეები იმედოვნებენ, რომ ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობა დამყარდება.

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან არიან. 

დღის ამბები