24 იანვარი 2021,   16:50
ვრცლად
მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ მოუმზადებელი პირობები დახვდათ საკარანტინო სივრცეში - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ბოდიში მოუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც საკარანტინო სივრცეში მოუმზადებელი პირობები დახვდათ.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ექსტრემალურ პირობებში ვმუშაობთ. მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ საკარანტინო სივრცეში. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და ყველაფერი წესრიგდება,“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები