27 იანვარი 2021,   01:32
ვრცლად
საბაჟოზე ოფიცრები, ექიმი და ეპიდემიოლოგები მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ

მებაჟე ოფიცრები და ექიმი-ეპიდემიოლოგები მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგის დროს, დამცავ ნიღბებსა და შესაბამის აღჭურვილობას იყენებენ. აეროპორტში, "წითელი ხიდსა" და "სადახლოს" საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებას საბაჟო დეპარტამენტის უფროსი პირადად გაეცნო.

"24 საათის განმავლობაში მებაჟე ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი, შესაბამისი აღჭურვილობით ახორციელებენ მოვალეობას. ეს გულისხმობს რისკის შემცველი ჯგუფებიდან გადაადგილებული მგზავრების თერმო-სკრინინგს," - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, მამუკა ჯანგულაშვილი.

დღის ამბები