27 იანვარი 2021,   00:27
ვრცლად
კორონავირუსის გამო იაპონიაში სწავლა შეწყდა, რამაც მშობლები გააბრაზა

იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სკოლებში 8 აპრილამდე სასწავლო პროცესი შეწყდეს.

როგორც გაირკვა, გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილი არ დარჩა. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტა ოჯახებს ბევრ პრობლემას შეუქმნის.

"ჩემი კომპანია არ მაძლევს საშუალებას, დისტანციურად ვიმუშავო, ასე რომ შვებულების აღება მომიწევს. ფინანსურად ეს ძალიან ძნელია," - ამბობს "ფრანს პრესთან" ერთ-ერთი მშობელი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსის 186 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

დღის ამბები