30 ოქტომბერი 2020,   01:11
ვრცლად
ირანში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა - იზრდება ქვეყნების რაოდენობა, სადაც COVID-19 დაფიქსირდა

ირანში კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა. 140-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც.

სამხრეთ კორეაში დღეს კორონა კიდევ 115 ადამიანს დაუდგინდა. ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში დაინფიცირებულია 1300 ადამიანი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებია კიდევ 3 ქვეყანაში - COVID-19 რუმინეთსა და ალჟირში დაფიქსირდა. ინფექცია პირველად დადასტურდა ლათინო ამერიკის ტერიტორიაზეც - ბრაზილიაში, სადაც კარნავალი მიმდინარეობს და მილიონობით ტურისტია.

ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთშიც. ევროპის ქვეყნებში ვირუსი, ძირითადად, იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდგინდათ. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 11 ფაქტია.

პოზიტიური ცვლილებაა ვიეტნამში. ქვეყანაში დაინფიცირებული 16-ვე პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვაქცინაზე მუშაობის პარალელურად შეერთებულ შტატებში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოცდა დაიწყო. პირველადი ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატს რემდესივირს კორონავირუსის დამარცხება შეუძლია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩინეთსა და ირანს ვირუსთან დაკავშირებული მონაცემების დამალვაში ადანაშაულებს და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები