27 იანვარი 2021,   09:02
ვრცლად
17 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა

უხანში 17 დღის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაბადებისას დაუდგინდა, მკურნალობის გარეშე სრულად გამოჯანმრთელდა - ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ახალშობილი ჩინეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ყველაზე პატარა პაციენტია. გოგონა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

პატარა პაციენტი უხანის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში დაბადებიდან მალევე გადაიყვანეს. რადგანაც ახალშობილის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, არ ჩაერიათ ანტიბიოტიკი და საშუალება მიეცათ პაციენტისთვის, ვირუსს თავად გამკლავებოდა.

პარასკევს ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ბავშვი უკვე სრულიად ჯანმრთელი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები