27 იანვარი 2021,   08:09
ვრცლად
კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა საქართველოში პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

NDI-ს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "NDI, როგორც მიუკერძოებელი ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად."

დიპლომატიური მისიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ "საქართველოში შეერთებული შტატების მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-თან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს."

დღის ამბები