26 იანვარი 2021,   10:26
ვრცლად
ბორჯღალოსნებმა ბელგიელები გამანადგურებელი ანგარიშით 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისის "აია არენაზე" ბელგიის გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით 78:6 მოუგო.

განსაკუთრებულად ითამაშა აკაკი ტაბუცაძემ, რომელმაც პოკერი შეასრულა და ნაკრების რიგებში 5 ლელო დაუგროვდა.

ქართველმა ბორჯღალოსნებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ უკვე მესამე შეხვედრაში გაიმარჯვეს. მაისაშვილის გუნდმა ბონუს ქულაც მოიპოვა და გათამაშებას 14 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

მომდევნო მატჩს ქართველი მორაგბეები 7 მარტს პარიზში გამართავენ და თბილისის დროით 18 საათზე პორტუგალიელებს დაუპირისპირდებიან. ერთი კვირის შემდეგ კი მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე რუსებს მიიღებენ.

დღის ამბები