27 იანვარი 2021,   08:43
ვრცლად
ესენი არიან სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატები სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები არიან.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთია.

"არსებობს "სასოწარკვეთილი დიასახლისები". ესენი არიან სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები. იმ ადამიანების ადგილი, რომელებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს, არ არის ნამდვილად საქართველოს პარლამენტში. "ნაციონალური მოძრაობა" საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთია.

ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. განათლება აქვს მოსკოვში მიღებული და ის ემსახურებოდა 9 წლის განმავლობაში სულით და გულით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს უკვე საქართველოში და აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარალამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენებით გაიხნა.  მაშინ, როცა არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის დროს, ოპოზიციაზე საუბრობდა, ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ ჰიმნი ჩართო. სხდომა მალევე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მანდასურის სამსახურმა სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.

დღის ამბები