27 იანვარი 2021,   07:44
ვრცლად
კარნავალი ნიცაში - ღონისძიების მთავარი თემა წელს მოდაა

საფრანგეთის ქალაქი ნიცა რიგით 136 ყოველწლიურ კარნავალს მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა მოდაა.

კარნავალის მსვლელობისას ქუჩაში მოდის მეფეების კარლ ლაგერფილდის, სონია რიკელისა და ჟან პოლ გოტიეს ფიგურები გაატარეს. ღონისძიებაზე გაიხსენეს შანელისა და ფენდის მოდის სახლებიც, რომელთა მოდელებმაც დეფილე მოძრავ სცენებზე მოაწყვეს.

ნიცაში 2016 წელს მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ღონისძიებაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ნიცას კარნავალი 29 თებერვლამდე გაგრძელდება

დღის ამბები