27 იანვარი 2021,   02:06
ვრცლად
მოსამართლეების არჩევითობა, უცხოელი ექსპერტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება - "ახალი საქართველოს" ხედვა

მოსამართლეების არჩევითობა, უცხოელი ექსპერტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება - ასეთია "ახალი საქართველოს" ხედვა.

სასამართლო რეფორმის ახალი მოდელის პრეზენტაცია დღეს, სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში გაიმართა. მისი განხორციელება, სასამართლოში სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს და ავტორების თქმით, საზოგადოებაში ინსტიტუციის მიმართ ნდობის დაბრუნებას უზრუნველყოფს. პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, პროექტის შესახებ დისკუსიაც გაიმართა.

"ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ არჩევნებამდე სავარაუდოდ აპრილის ბოლოს დავდოთ საერთო შეთანხმების დოკუმენტი თუ როგორი მართლმსაჯულება გვინდა. და ავიღოთ ვალდებულება, რომ არჩევნებში ნებისმიერი შედეგის პირობებში, როდესაც შევდივართ პარლანენტში სწორედ ამ რეფორმებს დავუჭიროთ მხარი," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები