21 იანვარი 2021,   03:45
ვრცლად
რეზოლუციის ჩაგდება​ ევროკავშირი-საქარელოს ასოცირების კომიტეტში - ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ყვითელი ბარათი მიიღო

ევროკავშირი-საქარელოს ასოცირების კომიტეტში რეზოლუციის ჩაგდებას უკვე მოყვა პირველი შეფასებები თბილისში. ქართული ოცნება მომხდარს ოპოზიციას აბრალებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის წევრებმა რეზოლუციის ჩაგდება პარტნიორი კოლეგების მეშვეობით მოახერხეს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ევროპელი პარტნიორები ზუსტად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ქართული ოცნება მათ მოტყუებას ვერ შეძლებს. რეზოლუციის ჩავარდნა კი ხელისუფლებისთვის ყვითელი ბარათია.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპელი პარტნიორები ზუსტად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და "ქართული ოცნება" მათ მოტყუებას ვერ შეძლებს, რეზოლუციის ჩავარდნა კი ხელისუფლებისთვის ყვითელი ბარათია.

"მათ ჩათვალეს, რომ აუცილებელი იყო ამ პოზიციის დაფიქსირება და როცა ეს პოზიცია დააფიქსირეს მერე უკვე ყველა ეს შესწორება ჩააგდო ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებმა. ეს გამოვლინებაა იმ კრიზისის, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილის პოლიტიკურმა მასხარებმა.

დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში მცდელობა, რომ იქ ყოფილიყო დოკუმენტი, რომელშიც საუბარი იქნებოდა, რომ კარგად არის ყველაფერი და პროგრესია და მცირე რაღაც პრობლემებია, ეს აზროვნება, რომ რაღაცა თავს მოიტყუებ და დანარჩენ საზოგადოებას მოატყუებ და მერე ილუზია, რომ საქართველოს მეგობრებს თავისუფალ სამყაროში შეცდომაში შეიყვან, ეს არის სრული სისულელე," - აცხადებს გიგა ბოკერია.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა დოკუმენტი, რომელსაც კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს, კენჭისყრაზე ჩააგდო. დოკუმენტი მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები