27 იანვარი 2021,   02:10
ვრცლად
გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა სტუდენტების მისაღებად კონკურსს აცხადებს

რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა სტუდენტების მისაღებად კონკურსს აცხადებს. განაცხადების მიღების ვადა 15 მარტამდეა. 2-წლიანი ინტენსიური კურსი სრულიად უფასოა და 20-დან 30 წლამდე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტი გახდეს.

სკოლაში, რომელიც მხატვარმა 2014 წელს დააფუძნა, სცენოგრაფიას, სივრცის დიზაინს, ინსტალაციის, მაკეტზე მუშაობას და კოსტიუმის დიზაინს და თანამედროვე თეატრალური მხატვრობისთვის ყველა აუცილებელ საგანს ასწავლიან.  

სკოლაში არ არსებობს მკაცრად გაწერილი წესები, არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ სტუდენტთან. მათი ნიჭის კიდევ უფრო მეტად წარმოსაჩენად.

გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლამ პირველი ჯგუფი 2014 წელს მიიღო. წელს უკვე მე-3 ეტაპისთვის ემზადება.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები