21 იანვარი 2021,   02:41
ვრცლად
ყოფილი პრეზიდენტის ახალი გეგმები - ვისთან ერთად აპირებს ალიანსს გიორგი მარგველაშვილი

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან მალევე, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტისთვის პოლიტიკაში მეორედ მოსვლის გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილმა პროცესებმა განაპირობა.

ამბობს, რომ ბრუნდება ზეპოლიტიკური მიზნებით, დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად, პოლიტიკურ მომავალს კი ოპოზიციურ გაერთიანებასთან ხედავს. თავის დროზე "ქართული ოცნების" სახელით არჩეული პრეზიდენტი ბრძოლის ხაზი ახლა ოპოზიციის სათათბირო მაგიდასთან ხედავს.

როგორც თავად ამბობს, კომფორტის ზონიდან გამოსვლა რამდენიმე მიზეზმა გადააწყვეტინა. მისი თქმით, ქვეყანა ახლაც სწორედ იმ გამოწვევების წინაშეა, როგორც 2012 წელს, როცა "ქართული ოცნება" პოლიტიკაში მოვიდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტს სჯერა, რომ მოსახლეობის კეთილგანწყობას ისევ მოიპოვებს.
პარტიის შექმნაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა უკვე დაიწყო თანამოაზრეებთან ერთად კონსულტაციები. საუბრობს ძირითადად იმ ადამიანებთან, რომლებიც მის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ და რომელთა დიდი ნაწილიც ახლა  საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოშია" გაწევრიანებული.

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებენ მისი სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორები. ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი შემოერთებით ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ უფრო გაძლიერდება. მმართველ გუნდში კი ყოფილი პრეზიდენტისგან კონსტრუქციულ ნაბიჯებს ელოდებიან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ნაბიჯები უახლოეს დღეებში გამოჩნდება. მანამდე კი, დუშეთში მცხოვრები გიორგი მარგველაშვილი  პოლიტიკურ თანამოაზრეებთან კონსულტაციების გადის.

დღის ამბები