27 იანვარი 2021,   02:32
ვრცლად
რატომ დასჭირდა უგულავას საქმეს 7 წელი და რატომ დაემთხვა პროცესები წინასაარჩევნო პერიოდს  - ევროპარლამენტარებს კითხვები აქვთ 

ევროპარლამენტარების კითხვებს საქართველოში არსებული პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეც დაემატა.

სტრასბურგში აცხადებენ, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში ოპოზიციის ლიდერის დაკავება ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. რატომ დასჭირდა საქმეს 7 წელი, რატომ დაემთხვა პროცესები წინასაარჩევნო პერიოდს და როგორ უნდა დაუბრუნდნენ მხარეები ამ ვითარებაში მოლაპარაკების მაგიდას - ესაა ევროპარლამენტარების ძირითადი შეკითხვებია.

ევროპარლამენტარებს მართველი გუნდი პასუხობს, რომ ოპოზიციის ლიდერის დაკავება არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი საკითია, ქვეყანაში კი სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა. "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, საქმის გარშემო განვითარებული მოვლენებით პირველ რიგში სწორედ მმართველი პარტია დაზარალდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ქართველ პოლიტიკოსებს ევროპელმა კოლეგებმა რჩევები მისცეს, ეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესია. ევროპარლამენტარები მზად არიან, ჩიხში შესულ დიალოგთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესში ჩაერთონ.

მმართველი გუნდი დიალოგისთვის ისევ მზადაა. ოპოზიციური ლიდერი დაკავების შემდეგ კი, მოლაპარაკების განახლების აზრს ვერ ხედავენ მათი ოპონენტები.

მოხვდება თუ არა უგულავას საქმე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დოკუმენტში, ოპოზიცია ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას ცდილობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო.

 ავტორი: ლელა ჯავახიშვილი 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები