24 იანვარი 2021,   17:39
ვრცლად
გიგი უგულავას საქმის დეტალების შესასწავლად საქართველოში ევროპელი დეპუტატების ჯგუფი ჩამოვა

გიგი უგულავას საქმის დეტალების შესასწავლად საქართველოში ევროპელი დეპუტატების ჯგუფი ჩამოვა.

შეთავაზება საქართველოში ჩამოსვლისა და საქმის დეტალების გაცნობის შესახებ, ევროპელმა დეპუტატებმა, ევროპის სახალხო პარტიამ და სოციალ-დემოკრატებმა,  მმართველი გუნდისგან მიიღეს.  

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, დეპუტატები ამ შეთავაზებას პოზიტიურად შეხვდნენ და მიიღეს დაპირება, რომ შესაძლოა, უკვე მომდევნო თვეში - მარტში, საქართველოში ჩამოვიდნენ. თუმცა, რამდენად ზუსტია მათი ჩამოსვლის დრო, ჯერჯერობით უცნობია. 

ინფორმაციას ევროდეპუტატების ჩამოსვლის შესახებ, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძეც ადასტურებს.

როგორც კალაძე ამბობს, შეთავაზებას ცალკეული დეპუტატების მხრიდან,  პოზიტიური გამოხმაურება აქვს. 

დღის ამბები