27 იანვარი 2021,   02:01
ვრცლად
"ფეისბუქმა" რუსეთის ანგარიშების ქსელი წაშალა, რომლითაც რამდენიმე ქვეყანაში ყალბ ნარატივს ავრცელებდნენ

 

ანგარიშების ქსელი, რომელსაც რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ყალბი ნარატივის გასავრცელებლად იყენებდა წაშლილია- ინფორმაციას "ფეისბუქი" ავრცელებს. საუბარია 78 ანგარიშზე, 11 გვერდსა და 29 ჯგუფზე.

კომპანიაში განმარტეს, რომ გვერდები რუსეთის დაზვერვის მიერ იმართებოდა.

"საქმიანობა ფოკუსირებული იყო ძირითადად უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებზე“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

მოსკოვი აღნიშნულთან დაკავშირებით დუმს.

დღის ამბები