26 იანვარი 2021,   08:43
ვრცლად
სირიის მთავრობას თურქ სამხედროებზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება - ერდოღანი

სირიის მთავრობას თურქ სამხედროებზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. მისი თქმით ანკარაში კონფლიქტის რეგიონში სამოქმედო გეგმას ხვალ გაასაჯაროებენ.

იდლიბში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე ისაუბრა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც სპეციალურ ბრიფინგზე. მან იდლიბში რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო ოპერაცია დაგმო და მათ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

თურქეთი და სირია იდლიბის სტრატეგიული ქალაქის, სარაქიბის აღების ოპერაციას ახორციელებენ. ბოლო დღეებში სირიის სამთავრობო ძალებთან შეტაკებისას 13 თურქი სამხედრო დაიღუპა.

დღის ამბები