27 იანვარი 2021,   02:21
ვრცლად
ბურჯანაძე ოპოზიციის ლიდერების დაჭერების გაგრძელების შემთხვევაში რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას გაერთიანებისკენ თავად ხელისუფლების ქმედებებმა უბიძგა. ბურჯანაძის თქმით, თუ ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლას გააგრძელებს და ლიდერების დაჭერას განაგრძობს, მოვლენები შესაძლოა რევოლუციური სცენარით განვითარდეს, რაც ქვეყნის ინტერესებში არაა:

"ის, რომ ხელისუფლება ასე მოქმედებს, გვაიძულებს ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი სურვილის მიუხედავად უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ და მეტი კოორდინირება გვქონდეს ერთმანეთთან. თუ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება შეძლებს ცალცალკე დაიჭიროს ოპოზიციური ლიდერები და ცალცალკე გაკრიფოს ოპოზიციური პარტიები, ასეთ შემთხვევაში რევოლუციური სცენარი განვითარდება, რაც არავის არ აწყობს," - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრები მას შემდეგ გაიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა, რის გამოც ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღის ამბები