27 იანვარი 2021,   09:04
ვრცლად
"ოპოზიციის დღის წესრიგია, რომ ამას დაადოს პოლიტიკური სარჩული"- დავით სონღულაშვილი გიგი უგულავას დაკავებაზე

მე ამ საკითხს არ შევაფასებდი როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება. დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მთელი იმ პროცესის შესახებ, რაც წინ უძღოდა სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

"ოპოზიციის დღის წესრიგია, რომ ამას დაადოს პოლიტიკური სარჩული, თუმცა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის პროცესიც მიდიოდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ ინსტანციაში, თუ ექნება გაგრძელება, უნდა გააგრძელონ შესაბამისმა უწყებებმა. მე ამ საკითხს არ შევაფასებდი როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს უნდა მიეწოდოს მთელი ის პროცესი რაც წინ უძღოდა გუშინდელ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამისად მიეცეთ ამის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობა,“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელზეც ქართული დელეგაცია ევროპარლამენტარებთან საუბრობს. სტრასბურგში შეხვედრებს კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე მართავენ, მათ შორის იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებასთან კრიტიკული გზავნილები აქვთ. ხვალიდან დელეგაცია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებში მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები