27 იანვარი 2021,   02:26
ვრცლად
გადაწყვეტილება მიღებული აქვს ივანიშვილის ორ ჯამბაზს, გაბინაშვილს და თადუმაძეს - ბექა ბასილაია

გიგი უგულავას ადვოკატს ბექა ბასილაიას უზენაესი სასამართლოს განჩინება ცოტა ხნის წინ ჩაბარდა. უფლებადამცველი უგულავას დაკავების შესახებ მიღებულ გადაწვეტილებას პოლიტიკური მოტივით მიღებულს უწოდებს და ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლოს პირობებში, სხვა მოლოდინი არც ჰქონდა.  

"ეს არის სარეზოლუციო ნაწილი იმ სამარცხვინო ჯამბაზური გადაწყვეტილების, რაც მიიღო მოსამართლე გაბინაშვილმა და თადუმაძემ. განსხვავებული აზრი აქვს დაფიქსირებული ბატონ შავლიაშვილს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ორ ახლადდანიშნულ ჯამბაზს, გაბინაშვილს და თადუმაძეს აქვს გადაწყვეტილება მიღებული. გემახსოვრებათ, თადუმაძე ამ საქმეზე იყო გენერალური პროკურორი, როდესაც საქმის სააპელაციო განხილვა მიმდინარეობდა. ზუსტად ანალოგიუგაბირი ბრალდების საქმეზე, უზენაესი სასამართლოს საკასაციო საჩივარი პროკურატურას არ აქვს მიღებული წელიწადნახევრის წინ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება, ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი ბიძინა ივანიშვილის ჯამბაზები არიან," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წლიანი თავისუფლების შემდეგ უგულავა კვლავ ციხეში ბრუნდება.

საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის 48 მილიონიან საქმეს, რომელზეც დღეს უკვე უზენაეს სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, ადგილი ჰქონდა თუ არა უგულავას მხრიდან თანხის გაფლანგვას. 

დღის ამბები