24 იანვარი 2021,   16:53
ვრცლად
უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

უგულავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" პუნქტი, რაც დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხების მითვისებასა ან გაფლანგვას გულისხმობს. უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა" - წერია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

 

 

დღის ამბები