21 იანვარი 2021,   03:34
ვრცლად
"თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში" - მოსამართლე ნონა წოწორია

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია უზენაესი სასამართლოს მიერ, გიგი უგულავას წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებას აფასებს.

ნონა წოწორია საკუთარ facebook გვერდზე წერს, რომ უზენაესმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ყველა კანონი დაარღვია.  

"რასაც ვხვდები, თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში. თუკი რამეს ჰქვია სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, სწორედ ესაა. კი, მეც მეცინება, როცა რომელიმე ევროპულ სტანდარტზე ვაკეთებ ხოლმე კომენტარს. საქართველოს ხელისუფლებას ჩალის ფასად უღირს ეს ყველაფერი" - წერს ნონა წოწორია სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები