27 იანვარი 2021,   01:15
ვრცლად
"აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში" - გრიგოლ ვაშაძე

„ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია" - ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გიგი უგულავას წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ეს კიდევ ერთი სტიმულია ოპოზიციისთვის, რომ არჩევნებში ერთიანი ძალებით იბრძოლონ. 

"გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

 

დღის ამბები