24 იანვარი 2021,   16:45
ვრცლად
უმრავლესობის შეთავაზებული ვერსია არ გამომდინარეობს "ქართული ოცნების" სურვილებიდან - გია ვოლსკი

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული კონსულტაციების შედეგად გამოკვეთილ ვერსიასთან დაკავშირებით, შეფასება გაკეთდა უმრავლესობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ოპოზიციას ულტიმატუმით ენით საუბარში ადანაშაულებს. მისი თქმით, უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ვერსია არ გამომდინარეობს "ქართული ოცნების" სურვილებიდან და ის, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

"გარკვეულად ულტიმატუმის ენით გვესაუბრებიან, ეს ერთი და მეორე, ჩვენ თუ შეთავაზებას ვაკეთებთ, ეს არ გამომდინარეობს იმისგან, რა უნდა "ქართულ ოცნებას". ესეთი პოლიტიკური გარიგება და ვაჭრობა არ არის ის თემა, რომელიც უნდა იხილებოდეს. მკითხაობის ადგილი არ არის, ჩვენ უნდა დავსხდეთ, განვიხილოთ შემოთავაზება. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სტაბილურობა არის ქვეყნის სასიცოცხლოდ აუცილებელი მდგომარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთულესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში ოპოზიციის შიდა კონსულტაცია დასრულებულია. ლიდერები ისევ რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ. გამოიკვეთა რამდენიმე ვერსია, მათ შორის 130-20-ზე და სისტემა, რომელსაც პარტიების უმეტესი ნაწილი უჭერს მხარს.

ამ ინიციატივის მიხედვით, ლიდერების განცხადებით, მნიშვნელოვანია პრინციპი, რომ მთავრობის დაკომპლექტების უფლება ჰქონდეს პარტიას, რომელიც არჩევნებში მინიმუმ 40-პროცენტს მიიღებს და მაჟორიტარების უმრავლესობას გაიყვანს. 

 

 

დღის ამბები