27 იანვარი 2021,   07:10
ვრცლად
23:10 - ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

მადრიდში ესპანელი და ქართველი მორაგბეების დაპირისპირება "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურშიც დამაჯერებლად მოიგეს და მეტოქეს 23-10 სძლიეს.

ჩვენი მორაგბეების უპირატესობა პირველ ტაიმშივე აისახა: 23-5, მეორე ნახევარში ესპანელებმა სხვაობის შემცირება შეძლეს, თუმცა  მაინც დამარცხდნენ.

წლის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნება დინამო არენაზე რუმინეთის ნაკრებიც დიდი ანგარიშით 41-13 დაამარცხეს.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 22 თებერვალს ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი ქუთაისის აია არენაზე 15 საათზე დაიწყება.

დღის ამბები