21 იანვარი 2021,   03:41
ვრცლად
ისევ ფეოდალების მეშვეობით აპირებს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლება შეინარჩუნოს - ზაალ უდუმაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს დათანხმდეს მმართველი გუნდის შეთავაზებას, 2020 წლის არჩევნები მანდატების 100/50-ზე გადანაწილებით ჩატარდეს. ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" შეთავაზებული საარჩევნო სისტემით ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

"ჩვენ 100/50-ს არ დავთანხმდებით არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ, რომ არაფერი არ იცვლება პრაქტიკულად და ისევ ფეოდალების მეშვეობით აპირებს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლება შეინარჩუნოს. ჩვენ შევთავაზებთ იმ ვერსიას, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული პროპორციულთან," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი საარჩევნო სისტემაზე კონსესუსის მისაღწევად, ჯერ ისევ უცნობია.

დღის ამბები