26 იანვარი 2021,   10:41
ვრცლად
ვენეციაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო

ვენეციაში ტრადიციული კარნავალი გაიხსნა. მოცეკვავეები, მსახიობები, აკრობატები და გრანდიოზული წყლის შოუ – ეს ყველაფერი გახსნის ცერემონიის შემადგენელი ნაწილი იყო.

წლევანდელი კარნავალის თემა სიყვარულია.

საზეიმო ცერემონიას ათასობით ტურისტი და ადგილობრივი ადევნებდა თვალს. ვენეციის კარნავალს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის პირველად მეთერთმეტე საუკუნეში გაიმართა.

ღონისძიება ორ კვირას გაგრძელდება.

დღის ამბები