21 იანვარი 2021,   02:59
ვრცლად
2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ​ ​ავღანეთში ჯარისკაცებზე თავდასხმის შედეგად 

2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 6 დაშავდა ავღანეთში თავდასხმის შედეგად - შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა.

ამერიკელ ჯარისკაცებს ცეცხლი ავღანური ჯარის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა გაუხსნა. თავდამსხმელი მოკლულია.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავე ავღანელი ჯარისკაცი იყო, რომელსაც თავდასხმამდე ამერიკელ სამხედროებთან შელაპარაკება მოუვიდა.

თავდასხმის სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები