27 იანვარი 2021,   08:06
ვრცლად
რა საფრთხე გვემუქრება ქართული ყველის მოხმარებისას - კუსტარულად დამზადებული გაურკვეველი შემადგენლობის პროდუქტი 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინა. ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.

კრიტიკული შეუსაბამობებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში  სამი ფიზიკური პირი დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა. დაილუქა ყველის ნიმუშები, რომელთაც ლაბორატორიული კვლევა უნდა ჩაუტარდეს.

საწარმოებში, რომლებიც კუსტარულად ყველის დამზადებისთვის დაჯარიმდნენ, დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, თუმცა მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ისინი სუფთად მუშაობენ, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგს მიესალმებიან, მაგრამ მიუთითებენ, რომ რეალურად კრიტიკული შეუსაბამობები არა მათ ობიექტებზე, არამედ ე.წ. მიწისქვეშა საწარმოებშია, რომელთა შემოწმებაც არ ხდება.

გარდა ჰიგიენური ნორმების დარღვევისა, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ყველის კუსტარულად წარმოებისას მას გაურკვეველი შემადგენლობით ამზადებენ. ძირითადად იყენებენ რძის ფხვნილს ან ირანიდან შემოტანილ შედედებულ რძეს. საეჭვოა ამგვარად მომზადებული ყველის ვადები და შენახვის პირობებიც.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შემოწმებას ექვემდებარება ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც რძის პროდუქტებს აწარმოებს.

დღის ამბები