26 იანვარი 2021,   10:32
ვრცლად
აზერბაიჯანი პირველი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება - 125-ადგილიან პარლამენტში მოხვედრა 1300-ზე მეტ კანდიდატს სურს

აზერბაიჯანი პირველი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. კენჭისყრამდე ერთი დღე რჩება. 125-ადგილიან პარლამენტში მოხვედრა 1300-ზე მეტ კანდიდატს სურს.

ვარაუდობენ, რომ გამარჯვებას მმართველ პარტია "ენი აზერბაიჯანი" მოიპოვებს. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურ გაერთიანება "ნაციონალურ საბჭოში" შემავალმა ძალებმა. მათი განცხადებით, არჩევნები დამოუკიდებელი არ იქნება. ამ პოზიციას არ იზიარებს ოპოზიციური "რესპუბლიკური ინიციატივა", რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს.

2019 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პარლამენტმა თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ეს ნაბიჯი რეფორმებისა და საკადრო ცვლილებების განხორციელებისთვის იყო აუცილებელი.

არჩევნებს 800-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება.

დღის ამბები